• ალექსანდრე კულუმბეკოვი

საშიში არაფერი

საშა კულუმბეგოვის ბლოგი - ფიქრები კორონის დროს


რამდენიმე კვირის წინ მთხოვეს ამჟამად მძვინვარე ვირუსის შესახებ ჩემი მოსაზრებები ქაღალდზე გადამეტანა, თუმცა ამ ტექსტს დანიშნული ონლაინ-კონფერენციის დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე ვწერ. საქმე ის გახლავთ, რომ მიუხედავად თვითიზოლაციის თანმდევი მოწყენილობისა, ჩემთვის საქმეების მთელი გროვა მოვიფიქრე, რომელიც ბევრად საინტერესოდ მეჩვენება (ვიცი, რომ ეს არ არის საქმის ასე გაწელვის საბაბი, მაგრამ ვახ და უკაცრავად).


და აი შინ ვზივარ, მეგობარ გოგონასთან ერთად, ვწრუპავთ ყავას და ვაპირებ მოგითხროთ ჩემი მოსაზრებების შესახებ (მთელი მსოფლიოს ამბების შესახებ საუბარს არ ვაპირებ, რადგან არ ვარ დარწმუნებული იმ საინფორმაციო ნაკადის სანდოობაშ, რომელიც ჩემამდე აღწევს).



დავიწყოთ იმით, რომ ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელსაც წელიწადნახევარი თავისი სახოვრებელიდან ფეხი არ გაუდგამს (მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამაზე საუბარიც არ იყო), სირთულეს არ წარმოადგენდა კარჩაკეტილობა და სავსებით მზად ვიყავი ასეთი ცხოვრებისათვის, თუმცა ეს მომზადება არაფერში გამომადგა. საქმე ის გახლავთ, რომ ეპიდემიის ამჟამინდელ პიკზეც კი სიტუაცია ჩემს ქვეყანაში საკმაოდ მშვიდია.

მაგრამ პანიკის არარსებობის მიუხედავად, გარკვეულ ზომებს მაინც მიმართეს. მე კი ეს თემა მხოლოდ ზედაპირულად შემეხო, ვზივარ სახლში ძველებურად და რაღაც-რაღაცებით ვარ დაკავებული, ასევე ვნახულობ მეგობრებს, დავდივარ ლაშქრობებში და, ხანდახან, ქალაქშიც. ნებისმიერ სიტუაციას შეიძლება მოვუნახოთ პლუსები, და ამ შემთხვევაში ბევრი საძებარი არც არაფერია (იგივე ეხება მინუსებსაც). ჩემის მხრივ შემიძლია გონების სიფხიზლე და მტკიცე ნერვები გისურვოთ. ნუ მოიწყენთ, როგორც მეფე სოლომონის ბეჭედზე წარწერა გვაუწყებს - „ესეც გაივლის“.


3 views