• ანა-მარია პარასტაევა

რონგი - ოსების წინაპართა ღვთაებრივი სასმელი


ოსთა ნართების ეპოსში არსებობდა ყველასათვის საყვარელი ღვთაებრივი სასმელი -


რონგი. ცის ბინადარნი და ნართები მას სიამოვნებით მიირთმევდნენ, სულიერი და ხორციელი დასვენებისთვის, რონგი ნართების ეპოსში აღწერილია, როგორც ნართების საყვარელი სასმელი.

დასალევად სასიამოვნო და მოთრებელა რონგი სასარგებლო თვისებებსაც შეიცავდა.

„რონგი“ წარმოშობით ძირძველი ოსური სიტყვაა, რაც აკადემიკოსმა ვასო აბაევმა დაამტკიცა და „თაფლისგან დამზადებულ სვიის მათრობელა სასმელს“ ნიშნავს.

აბაევის მიერ შემოთავაზებული სიტყვის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე სიტყვა „რონგი“ კორელაციაშია „სულის“, „სუნთქვის“, „სასიცოცხლო ძალის“ მნიშვნელობებთან.


ეს სიტყვა ალანთა ენიდან ნასესხებია კავკასიურ ენებში, მაგალითად, სვანური „რანგ“, მეგრული „რანგი“ და ქართული „რანგი“. და ყველა ეს სიტყვა თაფლის სვიან სასმელს ნიშნავს.


ინგრედიენტები:

1. თაფლი - 500 გ.

2. საფუარი -1,5 ს.კ.

3. პიტნის ფოთოლი -20 ც.

4. ანადუღარი წყალი -2,5 ლ.



სამწუხაროდ, ზუსტი რეცეპტი არ შემონახულა. მაგრამ ეს რეცეპტი შედგენილია რონგის შესახებ შემორჩენილი ცოდნის საფუძველზე. ასე რომ, ახლა უკვე შესაძლებლობა გეძლევათ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ ძველებს.


წყლიან ქვაბში ჩავამატოთ თაფლი, მოვურიოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

გავაგრილოთ ახლად მოწველილ რძის ტემპერატურამდე, დავამატოთ დაწნეხილი საფუარი, მოვურიოთ და გადავასხათ თიხის ჭურჭელში.


პიტნის ფოთოლი გავრეცხოთ, გავაშროთ და ჩავამატოთ სურაში. დავდგათ სასმელი თბილ ადგილას დუღილისთვის, 5 დღე. უფრო მათრობელა რომ გამოვიდეს, უნდა გავაჩეროთ თავმოუხდელად 3 თვის განმავლობაში.





5 views